კვლევა-ძიების მასალები ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის შესახებ 2000-2016

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

837

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

პედაგოგ-მკვლევარის ციური ბერიძის წიგნზე „კვლევა-ძიების მასალები ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის შესახებ“ (2000-2016წ) თბ.2016. სამეცნიერო ნაშრომის მიზანია თავი მოუყაროს ავტორის მიერ ლადო აღნიაშვილის შესახებ 2000-2016 წლებში გამოცემული წიგნების კვლევა ძიების შედეგებს, მათზე გამოხმაურებებსა და რეცენზიებს. ასევე ავტორი მკითხველს სთავაზობს მისი დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, რეცენზია-დასკვნებს, ასევე უშედეგო განცხადებებს ზემდგომ სახელმწიფო უწყებებში დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებით. წიგნს თან ერთვის მადლიერების გამომხატველი წერილი - „ამაგდარი“ , რომელიც ეძღვნება ც. ბერიძის მეცნიერ-ხელმძღვანელის- ბატონ კარლო მაჭარაშვილის ხსოვნას; აქვე მოცემულია რადიო „თავისუფლებაზე“ ორი გადაცემის (2001 წ 30 ნოემბრისა და 7 დეკემბრის) ტექსტი რუსთაველი პედაგოგის ც. ბერიძის კვლევითი მუშაობის შესახებ; წიგნში ასევე გამოქვეყნებულია 27 გამოხმაურება მის წინა ორ სამეცნიერო ნაშრომზე. წიგნს თან ერთვის ქ. რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორის , ბატონ მამუკა ხამხაძის სარეკომენდაციო წერილი მკვლევრის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ. აქვეა ვრცელი სია ჩატარებული ღონისძიებებისა, რომელთა მიზანი იყო „ქართული ხოროს“ შემქმნელის - ლადო აღნიაშვილისა და ჩეხი ლოტბარის იოსეფ რატილის ღვაწლის დაფასება-წარმოჩენა ქართველი ერის წინაშე, ასევე მოცემულია ამ ღონისძიებების ამსახველი ფოტომასალა. ზემოთ აღნიშნული წიგნი გამოიცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანადგომით, რისთვისაც ავტორი დიდ მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს - ბატონ გიორგი კეკელიძეს. წიგნი განკუთვნილია აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველებისათვის.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-9012-7
გამომცემლობავლადიმერ აღნიაშვილი ცხოვრება და მოღვაწეობა
გვერდები114
გამოცემის წელი2016