მოუხელთებელი ქართველი უფლისწული ანუ რუსეთის იმპერიის თავის ტკივილი

რეიტინგი

4.6 / 5

ნახვა

8433

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

aieti

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ალექსანდრე ბატონიშვილი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის დაუღალავი, შეურიგებელი და თავგანწირული ბრძოლის სიმბოლოა! ქართველი უფლისწული თითქმის 40 წელწადი იყო ჩაბმული უთანასწორო ომში უზარმაზარი რუსეთის იმპერიის მრავალჯერ აღმატებულ მასზე დაგეშილ მტრულ ძალებთან... მისი გმირული ფათერაკებით სავსე ცხოვრება საუკეთესო სათავგადასავლო ფილმის თუ რომანის სიუჟეტად გამოდგებოდა... ცხადია, რუსებიც უსასტიკესად იყვნენ გადამტერებულნი მასზედ , ალექსანდრე ბატონიშვილი რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ ვერაფრით ვერ გატეხა და ვერაფრით ვერ ჩაიგდო ხელში. მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა ხერხს და ყველა საშუალებას მიმართა, ყველაფერი გამოიყენა, როგორც სამხედრო ძალა, ასევე უამრავი ოქრო და ფინასები დახარჯა, რომ მოესყიდა ვინმე მისი გარემოცვიდან... რუსეთის იმპერატორი პირადად უგზავნიდა წერილებს, რომლებშიც ხან უყვავებდა და აძლევდა დაპირებებს, ხან ემუქრებოდა... რუსული და საბჭოთა საბჭოთა ისტორიოგრაფია სწორედ მას მოიხსენიებდა განსაკუთრებულად უარყოფით კონტექსტში, როგორც ,,საქართველოს ბოროტ გენიას'' და ცდილობდა ბინძური მეთოდებით დაენერგა ქართველებში მისადმი სიძულვილი (რაც დღესაც, პოსტსაბჭოთა ქართველებშიც კი იგრძნობა ეს გავლენა). სიცოცხლის ბოლო წლები ალექსანდრე ბატონიშვილმა სიღატაკეში გაატარა, გარდაიცვალა თეირანში 1844 წელს, დაკრძალეს სომხური ეკლესიის ეზოში. ქართველებმა არც კი ვიცით სად არის მისი საფლავი , თეირანის სომხურ ეკლესიაში მისი მემორიალური დაფა და თბილისში მისი სახელობის ქუჩაც კი არ არის?!

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაaieti
გვერდები21
გამოცემის წელი2013