გზამკვლევი დამწყები რევოლუციონერისთვის
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
112
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ავთანდილ ვაშაძე
გამომცემლობა
ავთანდილ ვაშაძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
მსოფლიო ისტორიაში არაერთი რევოლუციის მაგალითი გვაქვს, რომელთა შესწავლა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, როგორ იბადება საზოგადოებრივი ცვლილების საჭიროება - ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებით. მათ შორის საფრანგეთის, რუსეთის, აშშ-ს, ჩინეთის, კუბის, მექსიკის, ირანის რევოლუციები. ეს ის რევოლუციური მოძრაობებია, რომელთა ისტორიული ქრონოლოგია, წინაპირობები და შემდგომი განვითარების ფაზები იმდენად საფუძვლიანად არის დოკუმენტირებული, რომ დღეს სრუილიად შესაძლებელია, მათი ღრმა და დეტალური ანალიზის ჩატარება. დოკუმენტური წყაროების სიმრავლე და მრავალმხრივი ისტორიული აღწერილობები იძლევა საშუალებას, რომ თითოეული ასეთი მოძრაობა არ განვიხილოთ მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის ან ეპოქის მოვლენად, არამედ როგორც საერთო კანონზომიერებების მქონე სოციალური ფენომენი. შესაბამისად, ამ ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია რევოლუციების განვითარების ძირითადი ეტაპების გამოყოფა - დაწყებული სოციალური უკმაყოფილების დაგროვებითა და იდეოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბებით, დასრულებული ორგანიზებული პოლიტიკური მოქმედებებითა და ახალი წყობის ფორმირებით.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები