ინდუსტრია 21 - "პიროვნული ზრდის დღიური"

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

34

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

MIRU

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ინდუსტრია 21 - პიროვნული ზრდის დღიური“ არის ავტორის შემოქმედებითობა თავისი ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ადამიანები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან. ის არის ბიჭი, რომელიც საკუთარ თავს ეძებს სიყვარულის, ტკივილისა და სიჩუმის შუაგულში, როცა პირველად შეეჯახა ცხოვრებისეულ სიმწარეებს - გულწრფელად, დაუცველად და მოუმზადებლად, მთელი თავისი გულუბრყვილობით. ისე, როგორც ყველა, ვისაც ოდესმე სტკენია გული და ამ ტკივილში უპოვნია საკუთარი თავი. ეს ჩანაწერები არ საუბრობენ მხოლოდ სიყვარულზე, ისინი საუბრობენ ზრდაზე. იმ პროცესზე, რომელშიც ტკივილი ცოდნად იქცევა, მოლოდინი - სიბრძნედ, ხოლო ემოცია - სინათლედ. „ცხოვრება, როგორც ენა, მეტაფორული კავშირებითაა სავსე, რომელშიც ადამიანის იდუმალ ბუნებას თავის გამოხატვის შესაძლებლობა, მეტ-ნაკლებად, ეძლევა.“ „ჩემი ყოველდღიურობა ფიქრების ნაგავსაყრელია, სადაც საუკეთესო ნარჩენებს ვაგროვებ ხოლმე...“

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-517-49-5
გამომცემლობაMIRU
გვერდები52
გამოცემის წელი2025