იოზეფ რატილი (ნავრატილი) - კეთილშობილი ჩეხი - საქართველოს მუსიკალური კულტურისა და განათლების ბურჯი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
22
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ციური ბერიძე
გამომცემლობა
ციური ბერიძის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"იოზეფ რატილი - "ნავრატილი" კეთილშობილი ჩეხი - საქართველოს მუსიკალური კულტურისა და განათლების ბურჯი" - ასე ეწოდება სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც შექმნა მკვლევარმა, რუსთავის მკვიდრმა ციური ბერიძემ. ამ მონოგრაფიის ავტორი დიდი ხანია ელოდებოდა სპონსორს. შემდეგ კი მიმართა მკითხველთა გარკვეულ ჯგუფს შეფასებისთვის და მიიღო გამოეხმაურებები მაღალი შეფასებით, რეცენზია-დასკვნებით. მონოგრაფია მზად იყო ჯერ კიდევ 2020 წელს, მაგრამ კორონა-ვირუსის პანდემიის გამო დროულად ვერ გამოიცა. აღნიშნული ნაშრომი განკუთვნილია მუსიკალური საზოგადოებისათვის და კულტურის ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომის ავტორი უსაზღვროდ მადლიერია საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლელივს ცენტრის მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისა და ფინანსური დახმარებისთვის ამ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მონოგრაფიის ავტორი მადლობას უხდის აგრეთვე თანადგომისთვის საქართველოში მცხოვრებ ჩეხ მეგობარს - ვოიტეხ კუბეცს. მონოგრაფია ეძღვნება საიუბილეო თარიღებს, რომლებიც უნდა აღინიშნოს 2025 წელს: ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის დაბადებიდან 165 წლისთავს, ქართული ხალხური სიმღერების პირველი მუდმივმოქმედი გუნდის - "ხოროს" - შექმნის 140 წლისთავს, იოზეფ რატილის "ნავრატილის" - ამ გუნდის ლოტბარის - დაბადებიდან 185 წლისთავს. მონგორაფია შეიცავს XVI თავს. ზოგიერთი მათგანი შეიცავს ქვეთავს. ნაშრომს თან ერთვის რეზიუმე ქართულ, ინგლისურ და ჩეხურ ენაზე, პირთა საძიებელი კომენტარებით, გამოყენებული ლიტერატურა (წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, საარქივო მასალები, ინტერნეტის მასალა) და ვრცელი ფოტომასალა (დანართი). ბოლოს კი მონოგრაფიულ ნაშრომს ახლავს ინფორმაცია ავტორის შესახებ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები