ქალი მასონი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1169

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

Solomon Asureli TM

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ვინ არის - ქალი მასონი? ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თანამედროვე მასონობა პრაქტიკოსი ქვისმთლელთა, რაინდული და ეზოთერული, მ.შ. როზენკროიცერთა საზოგადოების ერთობლივი გენეზისის საფუძველზე აღმოცენდა, მე-16-18 საუკუნეებში. მე-18 საუკუნეში გაიწერა კონკრეტული „ნორმები“, ე.წ. ტრადიციული და რეგულარული მასონობის „ქვაკუთხედები“ (ლენდმარკები), რომლებიც აზუსტებდნენ თუ ვის შეეძლო გამხდარიყო თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელი - მასონი. ამ „ნორმების“ - ლენდმარკების მიხედვით, მხოლოდ თავისუფალ მამაკაცს (სხვა კრიტერიუმებთან ერთად) შეეძლო ორდენის წევრობა, ქალი იმთავითვე არ განიხილებოდა, განსაკუთრებით ინგლისურ და ანგლო - საქსონურ მასონობაში. თანასწორობისთვის ბრძოლა კი ქალებმა უხსოვარი დროიდან დაიწყეს, ამასთან, ქალები არ ნებდებოდნენ, ფარულად შეისწავლიდნენ წერა - კითხვას, მეცნიერებებს და ხელოვნებას, ცდილობდნენ საკუთარი შემოქმედებით თუ მოქმედებით, მაგალითი მიეცათ სხვა ქალებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ უკვე მე-13-14 საუკუნეებიდან, ქალები საკუთარი როლის და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის, ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ქალები უკვე მე-18 საუკუნიდან აცხადებდნენ სურვილს მასონურ ორდენში გაწევრიანებაზე, მაგრამ მათი „მასონად აღიარებას“ საფრანგეთში რამდენიმე ათეული წელი, ხოლო ინგლისში 200 წელზე მეტი დრო დასჭირდა. დღეს ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ტრადიციულ მასონურ წრეებში, ამასთან, ცალკე მდგომი [მხოლოდ ქალებისთვის] ქალთა ლოჟები, აღიარა ფაქტობრივად უკვე ყველა იურისდიქციამ, როგორც „მასონური“, აკრძალვა ვრცელდება ე.წ. „შერეულ“ მუშაობებზე, სადაც მამაკაცები და ქალები ერთად რიტუალურად იმუშავებდნენ. წიგნის ავტორი არ ამტკიცებს თუ რა არის მართებული, წარმოგიდგენთ მხოლოდ ფაქტებს და ისტორიას, ამასთან, გარკვეულ მსჯელობას, თუ რატომ სურთ ქალებს მასონური ორდენის წევრობა, რას „აძლევს“ მათ ასეთი წევრობა, რა როლს ასრულებს ქალი როგორც მასონი, საზოგადოებაში და ა.შ..

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაSolomon Asureli TM
გამოცემის წელი0

ხმოვანი წიგნები