ვინ არიან მასონები

რეიტინგი

4.8 / 5

ნახვა

6804

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

Solomon Asureli TM

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ეს ახალი გამოცემა, ერთგვარი სამგზავრო დღიურია, რუკაა, რომლის მეშვეობითაც, ვეპატიჟები ქართულენოვან მკითხველს, ჩემთან ერთად, იმოგზაუროს მასონური ორდენის არსის საკვლევად, ჭეშმარიტებისა თუ მოგონილი ლეგენდების დასადგენად. წინა გამოცემებისგან განსხვავებით, ეს წიგნი, მასონური ორდენის არსის თუ ისტორიის სხვა ასპექტებზე აკეთებს აქცენტს, რაც მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს. მასონობაზე უამრავი წიგნია გამოცემული, ბოლო 300 წლის განმავლობაში, ქართულ ენაზე კი - არც თუ ისე ბევრი. ეს გამოცემა დაფუძნებულია ქართველი მასონის მიერ წლების განმავლობაში შესწავლილ და დანახულ [მათ შორის ორდენის შიგნიდან] ფაქტებზე. ამ ახალი გამოცემის გამოსვლისას, მე პირადად მასონურ ორდენში „მისრულდება“ 13 წელი, რაც ალბათ, საკმარისი ადამიანური დროა, იმისთვის, რომ მასონური საზოგადოების საფუძვლებს მაინც დაეუფლო და სხვასაც, გარშემომყოფთ, გაუზიარო ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება. დიდი რაოდენობის კლასიკური, აკადემიური, ე.წ. „ალტერნატიული“ თუ ანტი მასონური ლიტერატურა გამოდის მრავალ ენაზე, სხვადასხვა ავტორი აღწერს მისი კონკრეტული მასონური გარემოს ისტორიას და რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილს ჰქონია მასონობა ერთიანი ორგანიზმი და სისტემა, იგი [მასონობა] საკმაოდ განსხვავებულია სხვადასხვა სახელწმიფოში, ამიტომ, ამერიკელი, კონტინენტური ევროპის, რუსი, ავსტრალიელი თუ ქართველი მასონი ავტორების ან/და მკვლევარების ხედვა ამ უძველესი საზოგადოების არსის რაობაზე განსხვავდება.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაSolomon Asureli TM
გვერდები111
გამოცემის წელი2022

ხმოვანი წიგნები